ქაჯთა ქალი


კოშკი ედგათ ცის სიმაღლის
გალავნითურთ ნაგები. 
ჰქონდათ ლხენა და სილაღე, 
იყო ერთი ამბები. 

შიგ კი ქალი,  თან რა ქალი
ჰყავდათ მნათი მზესავით. 
იყო მეფე თამარივით
ჩაკეტილი ნესტანი. 

კარს მოადგნენ,  ატყდა "ზათქნი 
და ზარია" ისეთი. 
გა-ცა-წყრენ და ჰკაფეს გზად ის, 
რაც შეჰხვდათ და ისედაც
განადგურდნენ, 
იცამტვერეს, 
იყო ერთი ამბები. 
დაშლა რა ადვილი იყო
და რა რთული - აგება. 

წაიყვანეს,  წააბრძანეს
თამარივით ნესტანი. 
მერე როსტანს იქ,  არაბეთს
სიხარულით ესტუმრნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი