ერთი სიფხიზლე


ასეთ ამინდში ტყუილია "გამოიდარებს", 
ასეთ ამინდში შიშია და გშია შიგაშიგ. 
სინამდვილეა,  კორპუსებთან ყველა სიმთვრალე, 
სინამდვილეა,  წვეთიც რომ არ გრჩება ჭიქაში. 
- რჩები ჭიქაში. 

სიმთვრალის მეფე კრძალვით კრძალავს სიფხიზლის პაიკს, 
ულიფტოდ აგაქვს ტანჯვის ლოდი,  როგორც სიზიფე. 
ახლა ცხოვრება თურმე რას არ გალაპარაკებს, 
ფასი ვერ მიხვდი,  თუ რა ჯდება ერთი სიფხიზლე. 
- კვდება სიფხიზლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი