მე და შენ
მე და შენ დავჯდებით საუკუნის მერეც, ამ ძირდამპალ კიბეს კვლავ ვშვენით მე და შენ. და გვშვენის ასეთი ლამაზი სიბერეც, როგორც ჩვენს ეზოში ბავშვების თამაში. მე და შენ სიკვდილი არასდროს არ გაგვყოფს, გაყოფა კი არა, უფრო გაგვამრავლებს. მე და შენ არ შევჭამთ იმ აკრძალულ ნაყოფს და ნეკნს ერთს კი არა სულ ყველას მოგიძღვნი ლექსივით... და მერე ყავასაც მივირთმევთ, ბავშვების ხმაური გაგვაჭაღარავებს. მერე შემოვრჩებით მათ ხსოვნას მითივით და დავესიზმრებით ლამაზად ღამ-ღამე. ბოლოს მოკრძალებით თვალებში ჩაგხედავ, გიბოძებ ყველაფერს, რაც მაქვს და რაც მქონდა. უფრო გიწოდებდი ჩემს პირველნახევარს და გეტყვი ისეთ და იმხელა მადლობას, რომ ვერვინ აწონოს და მადლობის გარდა, გაკოცო ერთხელ და დღე იყოს ურყევი. მე და შენ, მე და შენ, მე და შენ, მე და შენ, მე და შენ ვბერდებით და გზას მივუყვებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი