საათი
საათი გაფუჭდაო, აბა ქანქარაო, აბა ელემენტიო, აბა ესაო, აბა ისაო... - არაფერი არ გაფუჭებულა. სწორ დროს აჩვენებს საათი. აბლაბუდას ქსელი აქვს უბრალოდ მოვლილი. შეკრა ისრები ქსელით და აღარ უშვებს. უხილავი ძაფით აქვს შეკრული. "უხილავი ძაფი"-მეთქი და ამის გახსენებაზე იმასაც ვიტყვი, რომ უხილავი კავშირი არსებობს მოკვდავებს ან მომკვდარებსა და საათს შორის. იმ დროს აჩვენებს საათი, როცა მამაჩემი გავიდა ოთახიდან კი არა, და ცხოვრებიდან. მიწის ერთად დაიბადა მამაჩემი. ფრჩხილებში მიწა ჰქონდა სულ, ხელისგულები - დაკოჟრილი. ვაჟკაცი კაცი იყო მამაჩემი. ახლა სამოთხეშია. გარდაიცვალა და ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადავიდა. ის რამდენი მიწა მივაყარე, რა იყო ის! ასე როგორ იმეტებენ შვილები მამებს - ტონობით მშრალ მიწას რომ მიაყრიან, ხოლმე. ის რამდენი მიწა მივაყარე, რა იყო ის! - ამოვიდოდა ვითომ? ახლა არ ვიცი საათი რამდენს აჩვენებს, მაგრამ ის რამდენი მიწა მივაყარე, რა იყო ის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი