თავქარიანი ქარი
რამდენი რამე მოიტანა ამ თავქარიანმა და არაფერი არ წაუღია, - ყველაფერი დატოვა. მოვიდა ხელდამშვენებული და მოგვაყარა მეზობლების ნახული სიზმრები, დილით რომ ქარს გაატანეს. ამან კიდე ჩვენ მოგვიტანა. ჯერ იყო და ჩიტებს ფრთა მოამტვრია, მერე ხეს - ტოტები. ფანჯრის მინებმა წერილი წაიღო, ქარმა - მოიტანა. მოიტანა ვაშლზე წაგლეჯილი ყვავილები და მიმოაყარა მიმოგრაგნილ ჩიტს. ქარიცაა და ქარიც. ზოგი უბერავს, ზოგიც მართლა უბერავს. რკინის ღობეზე ლურჯსაღებავამოსვრილი თუჯის ჩიტები დგანან ახლა. ეს ვერ წაიღო ქარმა და იმიტომ, რომ არაფერიც არ მოუტანია ამ თავქარიან ქარს. ქარიცაა და ქარიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი