მეეზოვე
შენ როცა გძინავს მე ავიღებ (ხელფასს კი არა) ჩემს სპეც-ფორმას, ცოცხს, რომ დავგავო ქუჩა ბინძური. გავალ და სახლის ნაცვლად ქუჩას გავანიავებ, გავალ, რომ გარეთ ჩამიარონ იმ მედიდური ნაბიჯებით და შემომხედონ მე შეუხედავს. დავგავო ქუჩა და გამოვთვრე მტვრით და (ან) ნაგვით. ამ დილით ხეზე ბეღურებსაც გულს გაუხეთქავს ვინმე მენაგვე, მეეზოვე თავის წანწალით. გავალ, დავუვლი ამ გრძელ ქუჩას, არც რამეს ვეძებ და გროშს ვიპოვი, ამ ქალაქში - ვის უნდა გროში. ცოცხით მიმოვყრი მიმობნეულ პურის ნამცეცებს, რომ უდედო შვილს დედამ პური მივუტანო შინ. ... შავი კატები მიმორბიან ქუჩაში მხოლოდ, მაგრამ მე მაინც ვერ ვუჯერებ ვერცერთ ცრურწმენას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი