რა შორს წავსულვარ
მარტი რომ კვირტებს შლიდა იქ ჩვენც ვიდექით მშვიდად. მერე ჭკუაზე მშლიდა გადაკარგვები. და იმ გაზაფხულს დიდხანს ვეღარ ვისმენდი შენს ხმას, ან კიდე ვინმემ მითხრას, - საით წახვედი. მერე ქარი რომ ჰქროდა მე უშენობა მქონდა, გახსენებებიც - ჰოდა ვეღარსად გნახე. ახლა იმ კვირტთან ვდგავარ, მაგრამ უშენოს ვგავვარ. კვირტებიც კი გამქრალა - ფოთლები გახდნენ. ნოემბერი დგას - ცივა, თოვლი ფიფქავს და ცვივა. აღარ მიყურებს ციდან, ვინც მიყურებდა. კიდევ მოიბამს კვირტებს, მაგრამ შენ გაიკვირვებ, რომ არ ვიქნები იქვე და შორს წავსულვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი