უსათაურო
მალე წერისთვის ვეღარც მოვიცლი, მალე გადავწვავ ლექსებს და ფურცლებს. ვის დავუმალო, ღმერთმა ხომ იცის, რომ ერთად ყოფნა ვერ ავისრულე. საკუთარ თავსაც ღამეს ვუტეხავ, ვუცდი და დილა მოდის, არც მოდის მე ერთ დროს კერპი, ერთ დროს უტეხი, ბავშვივით ვდგავარ და ვიხდი ბოდიშს. ვხვდები, რა გემო ახლავს მოწამლვას, ვხვდები და ტანში თბილად მაცივებს. გლეხი რომ უცდის პირველ მოსავალს და სეტყვა მიზანს არ ააცილებს. მალე დეკემბრის სუსხი და ყინვა ღმერთსაც გაყინავს, ღრუბელსაც, ცასაც. შენთან მოსვლის და ნახვის მაგივრად გზას ავირევ და ყინვაში წავალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი