ის რამდენი დარდი გაგაყოლე
წვიმს და სადაცაა გაბატონდეს, ნახე, წვიმა სოფლად დადის მარტო. ის რამდენი დარდი გაგაყოლე, შენ, ისედაც შენი დარდის პატრონს! წვიმს და ოქტომბერმა დაასველა ეს გარდაუცვლელი მიმოზები. და ისევ რამდენჯერ გამახსენდა შენი მშრალ მიწაში მიტოვება. არ ვიცი, რა გაძლებს მომავლამდე, ეს ნოემბერიც რა უშნოდ დგება. ის რამდენი მიწა მოგაყარე, მე მიწის ზარმაცმა, უშრომელმა. ვტკეპნი თოვლს ორმაგი ნაბიჯით, თან ვფიქრობ, ვნანობ, იქნებ, არ გამეშვი. დღესაც მიკვირს, როგორ არ მიჭირდა, შენი მიტოვება სამარეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი