სად


სად არ ვეძებე, მაგრამ მართალი

ვერსად ვიპოვე, რარიგ ვიწვალე 

და მოვიპოვე კვდომის მანდატი,

ჰოდა, რა ცუდ დროს გარდავიცვალე.

ახლა მონასტრებს უღმერთოდ ვუფრთხი,

ახლა ღმერთი ცას შორს გაეყარა

რა მართალია აკაკის ფურთხი

და რა ცოდვა ხარ ჩემო ქვეყანავ.

გველივით გმტრობენ და გარს გივლიან,

სენიც და მუმლიც რომ შეგვეყარა.

რა მართალია შენი ილია

და რა ცოდვა ხარ ჩემო ქვეყანავ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი