უკაცრავად
კი არ უნდა ვწერდე ამას ახლა, გწამდეს, დალეული სულაც არ ვარ! ყველა უშენობა უცებ ახდა, ხოლო, შენთან ყოფნა - უკაცრავად! მეტად მეკრძალება შენი ნახვა, კარგი, მოვედი და უკან წავალ! ვიცი, "არ გიყვარვარ" უცებ ახდა, ხოლო, "სიყვარული" - უკაცრავად! ისე დავიღალე - ვერც ვგრძნობ დაღლას, ვსუნთქავ და ცოცხალი, თუმცა არ ვარ. ყველა უშენობა უცებ ახდა, ხოლო, შენთან ყოფნა - უკაცრავად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი