მიმტივებელთა დღე


დღეს შენი დღეა -  მიმტოვებლების
და დღეს ჩემი დღის წართმევის დღეა.
როგორც მოსწავლეს არდადეგები,
ისე მიდიხარ და გიხარია.

"სულ სხვაა, როცა უყვარხარ პოეტს",
კონტექსტში რომ ვთქვა - სულ მეყვარები.
მე დაგიცდი და ჩამოვთვლი დროებს
მოგონების და გარდაცვალების.

დღეს შენი დღეა, ანუ იმათი,
ვინც მიდის, ანუ რჩება ალბომში.
ვიცი, რომ მერე თავს ვერ იმართლებ,
ფასს დაუკარგავ უბრალოდ, ბოდიშს.

მე მაინც ღმერთთან თავდებად წავალ,
რომ არ გინდოდა ეს მიტოვება.
ღმერთს მოვუყვები  ამ ყველა ამბავს
და იქნებ მისგან გეპატიება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი