წეროები მიფრინავენ
ახლა ის დროა (წელიწადის დროს არ ვგულისხმობ), რომ წეროები მოფრინავენ შორს, შენსკენ - ჩემგან. როგორც სიზმარში, აქაც ისე მივყვეთ გულის ხმას და შემოდგომამ, გვერდზე მდგომმა წეროებს შეხსნას ფრთები, რომლებიც დაამტვრია მტვრიანმა ქარმაც. თან მტარვალივით ატრიალებს ისე მარტივად, - წეროებიო, - მიფრინავენ, - სად? - შორსო, და.სხვ... კითხვა "რამდენი?" არ მოითხოვს მათემატიკას. აქ უფრო მეტად გულისხმობენ მანძილს წეროთა მიერ გასავლელს, ანუ შენთან მოვა რამდენი. მოდი, ლექსები ნაგლეჯებზე ისევ ვწეროთ და მერე წეროებს გავატანოთ, თვალიც ვადევნოთ. პირველს მე მოგწერ, მეორეს - შენ, მესამეს, კვლავ მე, და ა.შ. ვითამაშოთ წეროობანა, როგორც ბავშვები თამაშობენ მეოთხე კლასში და არ ადარდებთ არაფერი, თუნდაც, რომ დგანან იმ უხიფათო და ასაფრენ ბილიკზე, სადაც წეროს უშვებენ, რომ ამბები ჩამოგიტანოს. თუ როგორია შემოდგომა ჩემთან და ცასაც როგორ მოედო შემოდგომის ღრუბლის გიგანტი. წვიმა იწვიმებს იმ ბავშვივით, რომელიც ახლა ხელს მოაყოლებს სხვის ორ ხელში და გაბრაზდება, რომ ვერ მოიგო ამ თამაშში და ვერ გათვალა რიცხვთა მაგია და აბრალებს ოინბაზობას. სადაც პირობა ბოლო რიცხვის მომე - ვდგები იქ, რომ მოხვიდოდი და მნახავდი ვერ აასრულე და ვდგავართ ახლა ვერგაფრენილ წეროებივით, მაინც წავაგეთ, რაც არ უნდა მოგვეგო თურმე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი