გიორგობამდე


ყველა წავიდა, შორს გადამფრენი,
უკან მოხედვა - არავითარი.
შენთვის რა იყო?! - სულ არაფერი,
მე მკითხე, როგორ გადავიტანე!

სიცივე ახლა ისევ მახველებს,
"არაფერია" - ჩემს თავს ვაჯერებ.
მე მაინც მიკვირს, როგორ ახერხებ,
ერთხელ მოსვლას და წასვლას ამდენჯერ?!

ერთი დღეც არ ჩანს აქ უნალექო
წვეთებიც შენებრ ქარს გაჰყვა, ცოდვილს.
მე ისიც მიკვირს, რა უნდა გექნა,
მაგალითად, რომ არ გარდაგცვლოდი?!

გიორგობამდე მოხვიდე, იქნებ!
თუმცა, ნუ მოხვალ, აქ სიკვდილია.
ნოემბრის თვეში ჩემს სისხლში ჩადექ, 
მეორე ჯგუფის სისხლი თბილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი