შიგადაშიგ


წვიმს და მაგ შენი ყელსაბამიდან
რაღაც მუხტები მიზიდავს, მიწვევს.
მე ამინდების შესაბამისად,
არც თუ ისე ბევრს, 
შიგადაშიგ ვწერ.

გააქვთ  შრიალი ფოთლებს და ჭადრებს,
თუმც, ყურს არ ვუგდებ მე მაგათ შრიალს.
ადვილად ნახავ სირთულეს გარეთ,
და ეს სირთულე 
შიგადაშიგ აქვთ.

 გარეთ თოვლია, თოვლის სირთულე
და დეკემბერიც კრთის შიგადაშიგ.
ისურვებ მერე... რას არ ისურვებ
და შიგადაშიგ ფანქრით გადამშლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი