გამინაცვალსახელდი


მე და შენ რომ ვარსებობდით, 
გვქონდა ერთი ჭერქვეშა. 
ვარსებობდით არსებობით, 
მაგრამ ბოლოს გვეშველა. 

გაურიეს სიბინძურე
ჩვენს სიყვარულს უბიწოს. 
რამდენი არ ვიდიდგულე, 
დღემდე ისევ ვდიდგულობ. 

გვქონდა სულიც არსობისა, 
არსებობა არსისა. 
განცდა უკმარისობისა, 
სიყვარულის განცდისა. 

შენ კი ჭორის გზა ირჩიე, 
მე დამტოვე ჭერის ქვეშ. 
ჭორის ჩირი მაჩირიე, 
ჭორის ჭირი ვჭამე ჯერ. 

არსებობობით ვარსებობდით
არსებითი სახელით. 
მერე ისე სავსე ტრფობით
გამინაცვალსახელდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი