იყო
იყო ღალატი, იყო იუდა, იყო გოლგოთა მძიმე ტრამალი, ცოდვის თვლას ვერვინ აუდიოდა, ხეზე მიბმული ჰყავდათ მართალი. იყო სისხვლისღვრა, ხელის დაბანა - პილატესაგან... მერე კი, ჯვარცმა. ღმერთი გაბორკეს, ღმერთის შვილებმა, უღმერთო ხალხმა ღმერთს ასე ასცდა. მერე კი, ღამით სწუხდა პილატეც, იუდამ საერთოდ ვერ გაიხარა და ალალ-მართალ სარკის წინაშე ორიგინალმა თავი დახარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი