ნინ!


გარეთ ნოემბერი ბოლო ჭიქას დალევს, 
გარეთ დადის არავინ. 
შენ მე სიყვარულზე ასე მიმაძალე, 
ასე მიმაძალე,  ნინ! 

ზამთარს ისევ მხოლოდ შენით გადავლახავ, 
ზამთარს ველი შენით,  შინ. 
შენი თავი,  შენი თვალით დაგანახა! 
როგორ მშვენი გვერდით,  ნინ! 

მისია გაქვს ისე სარისკო და ტურფა, -
ვალი ჩემი ატანის. 
სამი თითით,  სტროფით,  შვილით, მწამხარ მუდამ, 
სამი სიყვარულით,  ნინ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი