ქუჩის ხმა
ისე აირია ახლა მონასტერი, ღმერთმაც აარიდა თვალი მორიდებით. ახლა რომ რამე თქვა ხელებს მომამტვრევენ, თვალებს დაგიჩქეფენ საფირონებივით. ისე სუსტი არის გულის ფეთქვის რიტმი, თითქოს დასასრულის დასასრული იყოს. ხედავ ქუჩის თავში სიტყვის მინინგიტით, დილით დაღამდება ალბათ გული გიგრძნობს. რომ წაიქცე სადმე კაცს ვერ გააგონებ, თუმცა ქუჩა ხალხით დუღს და გადმოღვარა. ისტორიას დაწერ როცა გავა დრო და ხალხი რომ ვერ ხვდება მარტივ გამოცანას. გინდა ყველგან იყო, ყველგან აშენებდე, მაგრამ სოხუმივით ისევ მარტო რჩები. კვდები, ცოცხლდები და სუნთქავ ამის შემდეგ, თუმცა სარჩობელას ვეღარ გამოსცდები. დილა გარდატეხის ასაკშია თითქოს პროტესტს არვინ უსმენს და ასე თამაშობ. რაც არ უნდა ადრე ანდაც გვიან იყოს, პატრიოტულადაც მოგკლავენ და.ა. შ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი