გინდ


ყინვაში,  როცა ფანჯარაზე ფიფქი იბრწყინებს,  
შემოიხედე ჩემთანაც და ეგებ,  ყინავდეს! 
ყინვაში,  როცა  შორს წახვალ და გადამივიწყებ, 
აზრი არ აქვს და გინდ გიყვარდე,  გინდ არ გიყვარდე! 

ახლა,  ყინვაშიც ზოზინობენ ზამთრის  ზარები, 
შენ გგავს ამინდი,  ხოდა,  ეგებ ყინვას მისთხოვდე! 
ხელისმომკიდედ დავუდგები ყინვას ქარებში, 
გათხოვებულს კი გინდ გახსოვდე,  გინდ არ გახსოვდე! 

გამიბრაზდება შენი ქმარი,  თუ გაიგო ეს
და შენ შინ მოსულს ჯავრი,  წყევლა გულს მიაყარე! 
მე...  არა უშავს, ვერ ვიგრძნობ და ვერ გავიგონებ, 
შენ კი ამ ტრფობით გინდ გაჯავრდი,  გინდ იამაყე! 

მე გაზაფხულზე ლექსებს მოგწერ - ქმარს თუ გაცილდი, 
მარტო,  მარტივად მარტის მოტივს ვერ მივატოვებ. 
შენ კი იქამდე ყინულ ქმართან არ გამიცივდე
და აზრი არ აქვს,  გინდ ვიცოცხლო და გინდაც მოვკვდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი