არ ვამბობ არაფერს
მარტი მოასუფრებს თებერვლის ნასუფრალს, მოხუცი კაცივით მივყვები აღმართებს. შენ კი ჩვეულებრივ, მიგრძელებ საუბარს და მეც ჩვეულებრივ, არ ვამბობ არაფერს. შეიმოსებიან ისევ მიმოზები და ვითომ შემთხვევით, გზაზე აგცილდები. შენ კი მარტის ყვავილს ჩუმად მისთხოვდები და მე შენი წასვლით ისევ გავცივდები. გარეთ ავტირდები, თითქმის ყოველ დილით, შიგნით უშენობის განცდა ატირდება. რითმავერნახული ცუდი პოეტივით, თავგზააბნეული ისევ მარტი დგება. ისევ უარაფრო, ოცნებით ნაბურავს, ამ დღეებს, ამ მარტში ღმერთებთან ვამართლებ. და შენ არასოდეს მიგრძელებ საუბარს და მეც ჩვეულებრივ არ ვამბობ არაფერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი