ოცდაცამეტის შემდეგ


ოცდაცამეტს გავცდი და ოცდათოთხმეტს მივყვები, 
ქრისტეს ასაკი მშვენის,  ცხოვრება - საგოლგოთე. 
კვლავ ბავშვობას ვთხოულობ,  ბავშვობას ვეტირები, 
იქნებ მკვდარი ბავშვობა,  ერთხელაც გამოცოცხლდეს.
 
რომ შემეძლოს თავიდან ავირჩევდი ცხოვრებას, 
თუმცა როგორც ვიარე,  მთლად ისედაც არ მინდა. ვნანობ და ვიმეორებ,  სინანულის მორევთან, 
რომ შემეძლოს,  ცოდვებსაც ჩავიდენდი თავიდან. 

ამ ცხოვრებას არ ჰყოფნის ჩემისთანა მცხოვრები
ოცდაცამეტი წელი თანდათან დამშორდება.  ოცდამეთოთხმეტეში მე გამოვთქვი პროტესტი, 
ერთი "მე" არ ვეყოფი და ვითხოვ გაორებას. 
 
ღმერთო გცოდავ, ცოდვილი,  ერთხელაც მაპატიე, 
რომ შემეძლოს,  ცოდვასაც ჩავიდენდი თავიდან. 
ოცდაცამეტის ვარ და ნახევარი გავლიე, 
უკეთესი ცხოვრება არ არის და არც მინდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი