ხვალ კი ეს წვიმა, უეჭველად, თოვლსაც მოიტანს
წვიმს და ფიქრები სახურავზე ისე შორიდან ეცემა, მაგრამ დაცემამდე გული მისკდება. ხვალ კი ეს წვიმა, უეჭველად, თოვლსაც მოიტანს, მე კი იმ თოვლში უშენობა გამიჭირდება. მოაყრის მინას გასიებულ, ფეხმძიმე ფანტელს, იმ მხრიდან, სადაც, ერთ დროს ჩანდი, იმ კარს მოვძებნი. ყინვა ძალუმად გამიჯდა და სულ ნეკნებს მამტვრევს მაპატიე, რომ ერთი ნეკნიც ვეღარ მოგეცი. წვიმს და ფიქრები სახურავზე ისე შორიდან ეცემა, მაგრამ დაცემამდე გული მისკდება. ხვალ კი ეს წვიმა უეჭველი, თოვლსაც მოიტანს, მე კი იმ თოვლში უშენობა გამიჭირდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი