სოფლად ისლის სახლი


სოფლად ისლის სახლი
 ჩვ. წ. აღ-მდე! 
ფიცრულს შეჰპარვია მწვანე ხავსის სისხლი. 
მე რომ ამ ყინვაში თბილად ჩავიცვამდე, 
ხომ არ გავხვდებოდი შესაბრალი სხვისი. 

იატაკსამატლეა 
სოფლად ისლის სახლი, 
გოროზი მთებია ჩემთან ვებერთელა. 
ამ დღენაკლულ თვესაც ალბათ,  ტყვიას ვახლი, 
დავაქვრივო უნდა ბოლოს თებერვალი. 

გარეთ ყინვა ტეხავს,
 შიგნით - უშენობა, 
მგლები ტყეში ღამით მთვარეს აგორებენ. 
დაგვიანებები ფიქრად არც შენ გქონდა, 
დავრჩით იქით-აქეთ სევდანაქონები. 

ჩვენთვის განკუთვნილი 
დილა აღარ მოვა. 
შიგნით ამ სიშავეს ზამთარი ათეთრებს. 
ისე მჩატე,  ცივი,  ფუჭი საღამოა, 
ვინ იცის,  და იქნებ,  ხვალ აღარც გათენდეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი