პოეტს


გამოგაყარა რითმები ტანზე
აბების ნაცვლად სტროფებს მიირთმევ. 
ნახევრად ნათქვამ,  შეწეულ ხაზებს, 
პოეტობისთვის ქულად მიითვლი

შემოგაკვდება კალამქვეშ სიტყვა, 
დაწურავ რითმას ოჯალეშივით. 
თვრები,  კვდები და ხელახლა გტკივა. 
რომ არ ხარ გიკვირს გრძნობაშეშლილი. 

გარეთ გახედავ ლურჯ ცას და ლურჯ ზღვას, 
სამყაროს არ აქვს აქ ჰორიზონტი. 
გრცხვენია,  ობლად რომ ტოვებ მუზას, 
ეს ბოლო მუზა და 
ბოლო ნოტი
დილით გაქრება.  
და გაშავდება
ნაფეხმძიმარი შავი სამყარო. 
რომ ვთქვა,  დიდადაც არ დაშავდება, 
შენ და სამყარო რომ გაიყაროთ. 

ერთ ღამეს კიდევ მისცემ ერთ შანსად
შენს თავს და მერე ფანჯრებღიაში
ჩაგეძინება და გალას მსგავსად
გარდაიცვლები კვლავ შენს წინაშე. 

ასე ტოვებდნენ სამყაროს ერთ დროს
კალამს და ბერეტს მაინც სჯობია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი