ლოცვა
უფალო, გახსენი სარკმელი, ათოვე, ათოვე, ათოვე! უფალო, დაგინთე სანთელი, შენ მაინც უთოვლოდ დამტოვე! უფალო, რითმები დავფანტე და ახლა ვსესხულობ კრედიტებს. გთხოვ ერთხელ, კვლავ წამოფანტელე! თორემ ეს ტრამალი ვერ ვზიდე! უფალო, ცოდვაა რამდენი! მე მაინც მინდა, რომ ათოვო! სარკმელთან ბიჭი დგას სანთელით და შენ ის უმამოდ არ დატოვო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი