ვერ გადავრჩებით!


ერთ დღესაც იქნება,  დავწვავ ყველა ნაწერს, 
ნერვიულ აკორდებს მაინც არ აქვს აზრი. 
რამე თუ დარჩა რაც დღეს გაალამაზებს, 
შიგნით ეს დღე მაინც ვერ არის ლამაზი. 

პირიდან სიტყვების ნაცვლად ნიკოტინი, 
რომ მოდის ეს უკვე  არის განაჩენი. 
მეტი ვერ შევძელი - სულზე მითოვლილი, 
ვრჩები ისევ ისე და ვერ გადავრჩები. 

(ისე ვერიდე რომ სიტყვა არ წამომცდეს, 
თუნდ მეორე სტროფზე,  რითმად - "დამბაჩები"). 
ლექსის დაწვის სუნი სულ სხვა ხმას გამოსცემს, 
ჰოდა ის იქნება,  რომ ვერ გადავრჩებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი