უხერხულია ხირხელ!
უხერხულია, ყოველ დღე რომ გნატრობდე ხირხელ! ხედავ, ეს ყინვაც ირონიულ მიმიკას კერავს. ჩვენ კი ეგება, ვეღარასდროს ვერ შევხვდეთ იქნებ, ალბათ, ეს მიწაც არასოდეს მიგვიკარებს და შენ გვედრი ხირხელ. საღამოა შენ კი არ ჩანხარ, სოფლის ნაპრალებს გაუყევი ამ ბერწ ყინვაში. იქნებ და ძმაო ამაოა, ცოცხალ აღარ ხარ, ხომ ვხედავ ჩიტებს როგორ სპობენ აქ, ჩემს წინაშე. დაბრუნდი ხირხელ, სადაცაა, გაქრება ყინვაც. ბარს გამოხედე კვამლი როგორ მიიკლაკნება. მე მახსოვს ხირხელ, მომატყუე ასე მაშინაც, შენ არც გაეჭვებს დღევანდელი ყინვის გაძლება. ილოცე ხირხელ, ილოცე, რომ გზა გაიკვლიო, რომ ყოველი დღე - ყალბი დღე და უდღეურია. შენ კი სიცივეს შეეჩვევი, არც გაიკვირვებ, რომ ვეღარმოსვლა რა დონეზე უხერხულია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი