აჰა, დედაჩემო!
აჰა, დედაჩემო, ერთმანეთს ვშორდებით, ეს გზა ხაფანგია, რწმენის დაგებული. არადა ვიცით, რომ აღარ ვმეორდებით, და მაინც ვშორდებით, თითქოს შორს ღრუბელი. აჰა, დედაჩემო, როცა მამაჩემის არყოფნის ტკივილი ვერ მოგიოხია. ჯანდაბას თუ ისევ დარჩება დანარჩენი, მე ჩემი სწორ გზაზე სვლა მომილოცია. ჰოდა, დედაჩემო, მავსებ საყვედურით, სელავათს მიკითხავ ასე გამეტებით. მაჯერებ და მჯერა ყველა რემეზანით ჩვენ ვშორდებით თითქოს და ვეღარ შევხვდებით. ჰოდა, დედაჩემო, თვალზე ცრემლი მოგდის, ჰოდა მე მაგ მუსლიმ ცრემლებს ვერ ვეხები. მე გეუბნები, რომ ამწელს ვინათლები, შენ მეუბნები, რომ „იქ“ ვეღარ შევხვდებით. ჰოდა, დედაჩემო, მოწრიტე ცრემლები, აქ მოვიყაჟიროთ ჩემს ქრისტეს გაფიცებ. გიყურებ, ვცოდავ და კინაღამ ვერ ვხვდები, რომ ვცოდავ ცოდვილი ვცოდავ და არც ისე. აბო ვარ დედაჩემო, აქ მიმოვეფეროთ, ჯანდაბას, ყველაფერი ლოცვა ჩამაგონე, მერე რა ჯიუტი შვილის როლს რომ ვფერობ, ერთი ლოცვა მაინც „იქით“ გამაყოლე. კარგად დედაჩემო, სადაცაა გავალ, მინდა ჯვარით ხელში გავცილდე სამყაროს. შენ გული გტკივა, რომ მოჰამედს ვერ ვგავარ, მე მინდა ჯვრის რწმენა არასდროს დავმალო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი