ნაოქტომბრალზე
ამეკვიატე დილიდანვე და უცებ მივხვდი, მთელი დღე ისევ წაგებულმა უნდა ვიარო. ნაოქტომბრალზე რა გამოლევს დარდსა და ტკივილს, არვის აკვირვებს რომ შემოვრჩი უხასიათოდ. იქნებ, გავწელო შემოდგომა და ზამთარს შევხვდე, ეს ყოველივე, უბედობა შენც იცი თურმე. იცი, ოდესღაც დანაია ვიპოვე შენში და დავრჩი ცალკე, გალასავით სენსიტიური. ამეკვიატე გაციებულს და წამლის ნაცვლად, შენს სახელს ვყლაპავ ურეცეპტოდ, უწყლოდ, უღმერთოდ, ყოველ ტაბლეტში დამიჯერე, შენს თავს ვფიცავარ! ყოველ ტაბლეტში, შენთან ყოფნის იმედი მენთო. და დავრჩი ასე ნაავდრალზე გაციებული, ჯანდაბა, ყველა თერმომეტრის სიცხის ჩვენებას. წამლის ყლაპვა სჯობს გეფიცები ვადაგასულის, მე შენს გარეშე ზამთრამდე ვერ მიმესვლელება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი