მამა
გარეთ ბარდნის და გაყინული შემოვა მამა და ასეთივე მოაქვს მკლავით ნაძვის ხის შეშა. გაყინულ თვალებს ჩვენ ბავშვებს შემოგვანათებს და თბილი შეშა გაგვიხდება ჩვენც ბალიშები. ნაძვის ფიცრულში, ნაძვის შეშით, სკამებით ნაძვის, ნაძვის კვარი და ნაძვის კერა, ნაძვის სიმკვრივე. ჯანდაბას მერე ფიცრულს მიღმა გარეთ რომ ბარდნის, ახლა მეტს ვფიქრობთ სიცოცხლეზე, ვიდრე სიკვდილზე. ვაშრობთ შეშას და ვახმობთ შეშას - გაყინულ შეშას ჯანდაბას ის, რომ გვესიზმრება სულ მწვადის შეწვა. და ვღებულობდით ფიქრების და დარდების შედეგს ვაშრობდით შეშას, გვქონდა შეშა და ვწვავდით შეშას. და იყო მამა, ფიცრული და დეკემბრის ოდა, ბარდნიდა ისევ, იყო ყინვა, იყო თოვლიც და... მერე ერთხელაც შეშის თავი სულ აღარ გვქონდა, რადგან შეშაზე წავიდა და აღარ მოვიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი