წვიმს და შუაღამის სცენის ჯამბაზი ..


წვიმს და შუაღამის სცენის ჯამბაზი ხარ, 
ჩანთა მოგდებული - ისიც  ცარიელი. 
ქალაქს ვერ იცნობ, რომ ვინმემ დაგაპუროს, 
რომ არ გეტყობოდეს მეძავის მანდილი. 
ვეღარც ვინმეს ხიბლავს შენი მიხრა-მოხრა,
უფრო  ლეში ხარ, მაგ სულზე გადაცმული.
ჩამოფასებულთან ახლა ვინღა მოვა, 
აღარც ნამუსი გაქვს, რომ იქ შენი სული
შიგნით ჩაატიო. შენ კი ვერ ერევი, 
შენ კი ვერც ერევი ამდენ ქუჩის ლოთებს,
რადგან ებლანდები, ვერც ვერვის ეძახი.
ოღონდ გაიქცე და თანაც ფული გქონდეს,
(ჯანდაბას ისიც, რომ დაგარქვეს მეძავი).
ფრანგულ სუნამოში, ასე იაფფასიან
სიცოცხლეს გაურევ, იქაც ასი ლოთის
სიგარას მოქაჩავ ერთ-ორ ნაფაზიანს,
თუმცა რა იცოდი, თუმცა არც იცოდი,
რომ ეგ შენი ლეში, ოდესღაც კეკლუცი,
რომ ეგ შენი ლეში, ვის აღარ ეძახის,
რომ ეგ შენი ლეში ათას კაცს ეკუთვნის
და ახლა გჯერა თუ, რატომ ხარ მეძავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი