მეგობარო!


შენ უნდა მკითხო მეგობარო -ახლა როგორ ვარ!
მე კი გეტყვი, რომ ისევ ისე აღარ ვიღიმი,
რადგან ჩამოგრჩით, დაგავიწყდით, მაინც ბოლოს და
შენ ძველებურად, წესისამებრ, ღალატი იცი.
ვსუნთქავ იმ თითებს, პაპიროსმა რომ ჩამიყვითლა
და თავს ვიტყუებ, როცა ათას მესიჯს ვაგზავნი.
ფიქრის სისწრაფით თვალის ლიბრთან გადაივლის და
ამ ვიწრო ხევებს დააჩნდება მისი ნახაზი.
შენ უნდა მკითხო მეგობარო - მცივა თუ არა,
ან იმ წლებიდან უფრო მეტად რა მაგონდება.
მე კი გეტყვი, რომ საერთოდაც, ანდაც სულ არა, 
არ შემიძლია სიცოცხლეში გაბატონება,
რომ გზა ხსნილია ყველა კუთხით, ოღონდ მანდ არა,
რომ მეგობრობას ყველა წუთი თან გავატანე.
მე მეგობარო, ვემზადები ვხვდები და კმარა,
ბოლო წუთიც და გავუყვები გზას საჯანდაბეს.
უნდა დაგითმო ჩემი წილი ჟანგბადის სუნთქვა,
(ან ამ ტაეპზე რა დავწერო, რომ არ წამომცდე).
 შემოდგომდება, დავცვივდებით ფოთლებად, სულ მთლად, 
გამიძელი და ამიტანე ამ საღამომდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი