წამოიშალა უთეთრესად მტრედების...


წამოიშალა უთეთრესად მტრედების გუნდი: რომ მიყვარდე, მომეცა ნება!
უხმო სარკმელში, ვხედავ, უხმო კარი ირწევა.
მდუმარ ოთახში მდუმარე ხე შემოისახა.
ისე ახლოს ხარ, თითქოს შენ აქ სულაც არ იყო.

მე მაღალ ყვავილს გამოგიწვდი, შენ გამომართმევ:
ის არც თეთრია, არც წითელი, არც ცისფერი _ მაგრამ მაინც დაისაკუთრებ.
ის იქ დარჩება სამუდამოდ, სადაც არ იყო.
არც ჩვენ ვყოფილვართ, მაშ, დავრჩებით ჩვენც მასთან ერთად.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი