ძილი და საკვები


ღამის სუნთქვაა შენი ზეწარი, და უკუნეთიც შენ მოგიწვება.
მოგიალერსებს საფეთქელზე, ძილისთვის და სიცოცხლისთვის გამოგაფხიზლებს,
გაგნებს სიტყვაში, სურვილში, ფიქრში,
თითოეულ მათგანთან სძინავს, გამოგიტყუებს.

ის მარილს გვარცხნის წამწამებიდან და შენვე გიწვდის,
შენვე მოგართმევს ქვიშას, რომელსაც აყურადებს შენივე ჟამს ყურმიდებული.
ხოლო რადაც ის ვარდი იყო, ჩრდილი და წყალი,
შენ დაგარწყულებს.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი