თანამგზავრი


დედაშენია, ვისი სულიც შენს თავს ზემოთ ფრენს.
დედაშენია, ვისი სულიც ღამეულ მგზავრს რიფებს შორის გაგაგნებინებს.
დედაშენია, ვისი სულიც გიფრთხობს ზვიგენებს.

აი, ეს სიტყვა დედაშენის გამოზრდილია.
ვინც დედაშენმა გამოზარდა, ქვიდან ქვამდე შენს სარეცელს გაიზიარებს.
ვინც დედაშენმა გამოზარდა, მიემთხვევა ნათლის ნამცეცებს.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი