თვალები: ..


თვალები:
წვიმის ნიაღვარში გაბრწყინებული,
როცა ღმერთმა შესმა მიბრძანა.
 
თვალები:
ოქრო, ღამეჟამმა პეშვებში რომ ჩამიჩხრიალა,
ჭინჭარს რომ ვკრეფდი
და ანდაზებს ჩრდილებს ვუთხრიდი.
 
თვალები:
მწუხრი, ჩემს თავს ზემოთ გაელვებული, ჭიშკარში რომ გამოვიჭერი
და მერე, ჩემივ საფეთქელთა ყინულეთში გამოზამთრებულს,
მარადისობის საუფლოში ამხედრებულს მიმიხაროდა.

გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი