მარადისობა


ღამის ხის ქერქი, დანა ჟანგადდაბადებული
შენ სახელებს და დროს და გულებს ჩაგჩურჩულებენ.
სიტყვა, რომელიც თვლემდა, როცა ჩვენ ჩაგვესმოდა,
ჩასრიალდება ფოთლოვანში:

შემოდგომა ენამჭევრი იქნება ალბათ,
და კიდევ უფრო ენამჭევრი _ ხელი, მისი შემგროვებელი,
და დავიწყების ყაყაჩოსებრ უჭკნობი – ბაგე, ამ ხელს რომ კოცნის.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი