დაუცხრომელო გულო, ვისთვისაც...
დაუცხრომელო გულო, ვისთვისაც, კელაპტართა და ჟამთა შუაგულ, კერპთა მსახური აშენებს ქალაქს, შენ ზე მიიწევ ტბორებისკენ, ალვებთან ერთად: სადაც ფლეიტა ღამისეულში მისი დუმილის მეგობარს კვეთს და წყლებს გამოუჩენს. ნაპირზე აზრი, შენიღბული, მიმოდის და სმენად ქცეულა: რამეთუ არც რა გამოხდება კუთვნილი სახით, და სიტყვას, შენ რომ თავზე დაგნათის, გვიმრის ფოთოლში მოფუსფუსე ხოჭოს რწმენა აქვს. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი