თითქოს ვარცხნიდეს ქალის...


თითქოს ვარცხნიდეს ქალის ცხედარს, თმას ისე ვარცხნის
იმას, ვინც კვართქვეშ დაატარებს თავის ლურჯ ნამსხვრევს.
 
ის გამოთასმულს დაატარებს სამყაროს ნამსხვრევს.
იცის სათქმელი, მაგრამ სიტყვებს ნაზ ღიმილს არჩევს.
 
ის თავის ღიმილს ამოურევს ერთ თას ღვინოში:
უნდა დალიო, ყოფნა თუ გსურს ამ სამყაროში.
 
ყოველთვის, როცა ფიქრიანად ჩასცქერს ცხოვრებას,
შენ ხარ სურათი, რომელშიც ის ამ ნამსხვრევს ხედავს.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი