რაკი სიტყვებით...
რაკი, სიტყვებით დაბრმავებული, აღმოაცენებ შენ მას ღამიდან, ხეს, რომლის ჩრდილიც ამავ ხეზე უწინ ყვავილობს: დაეხურება ფერფლისქუთუთო, რომლის ქვეშ იყო, თვალი დისა თოვლში ფიქრს რომ გამოახვევდა _ სრულიად ჰყოფნის ფოთლეული ამიერიდან ქარის ქროლვის და გამოთქმულის ამოსაკითხად, და მოჯარული ვარსკვლავები ახლა დროის სარკეში ჩანან. ტაფობში ფეხი ჩაიმყარე, მოზიდე თაღი: იქ ის, შენი და, დაგდევნებია, ხოლო სიკვდილი, მომდინარე თვალის ჭრილიდან, პურს გიყოფთ თბილი მიღების ნიშნად, ისიც თქვენსავით თასს ეტანება. და თქვენ მას ღვინოს შეუზავებთ სანელებლებით. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი