დათვალე...
დათვალე ნუში, დათვალე, მწარე რაც იყო და ფხიზელს გტოვებდა, და მიმათვალე: შენს თვალს ვეძებდი, რომ განხვენ და არვინ გიმზერდა, იმ საიდუმლო ძაფს ვნასკვავდი, რომელზეც ცვარი, შენგან ნაფიქრი, ტოლჩებისკენ ჩასრიალებდა, დაცულებისკენ ჯადოსიტყვით, არვის გული რომელმაც ჰპოვა. პირველად სრულად იქ შეხვედი სახელში, შენი რომელიც არის, შენსკენვე მტკიცე ნაბიჯებით ეშურებოდი, უროები თავისუფლად ირწეოდნენ შენი დუმილის ზარსაკიდ ღერძზე, შენ გაწყდებოდა მოსმენილი, გარდაცვლილმა მოგხვია მკლავი, და თქვენ, სამმა, მიმწუხრი განვლეთ. გამამწარე, მიმათვალე ნუშებს. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი