მსმენოდა
მსმენოდა, წყალში ქვა არისო და წრეც არისო და წყლის თავს _ სიტყვა, ქვის გარშემო წრის შემომწერი. მე ვნახე წყლისკენ დაშვებული ჩემი ალვის ხე, მე ვნახე, სიღრმეს მისი ხელი როგორ სწვდებოდა, ვნახე ღამისთვის ცისკენ ლოცვად აღვლენილი მისი ფესვებიც. მე მისკენ როდი ავჩქარებულვარ, ოდენ პურისგულს ვკრებდი ფსკერიდან, რომელსაც შენი თვალის იერი და შენი თვალის სიდიადე აქვს, მე შენ ყელიდან შემოგახსენი ყელსაბამი შეგონებათა და იმ მაგიდას მოვავლე ქობად, რომელზეც პურის გული იდო ამიერიდან. და ჩემი ალვა ვეღარ ვიხილე. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი