ნაჯახებით მოთამაშე
ღამისმიერი შვიდი საათი, და წელიწადიც სიფხიზლის – შვიდი: შენ, ნაჯახებით მოთამაშე, წევხარ აღმდგარი ცხედრების ჩრდილში _ ო, ხეები, რომლებსაც არ ჭრი! _, დადუმებულთა ბრწყინვალების თავებთან წევხარ, ფეხებთან სიტყვათ სიღატაკისა, წევხარ და ისევ ნაჯახებით თამაშს განაგრძობ _ და ბოლოს ბრწყინავ, როგორც ისინი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი