ტახად სახული
ტახად სახული, ნაბიჯმძიმე შენი სიზმარი ტყეს შერევია საღამოსპირზე. თეთრად ელავენ, ვით ყინული, საიდანაც ამოირღვა, ტახის ეშვები. ის მწარე კაკალს ამოჩიჩქნის ბალახებიდან, რომლებმაც ხეებს გამოსტაცეს თავისი ჩრდილი, კაკალი, შავი, როგორც გული, შენმა ფეხმა რომ მოიშორა. როცა აქ შენვე მიმოდიოდი. ის კაკალს დაფქვავს და მოღრუტუნე მისი სვე-ბედი კორომს აღავსებს, მერე გეზს იღებს ზღვისპირისკენ, თავქვე ეშვება, იქითკენ, სადაც ზღვის ძლიერება რიფებს მრისხანედ დაფუძნებია. და იქნებ სწორედ ამ ნაყოფმა, მისმა ნაყოფმა, ელვარე თვალი მონუსხა და ქვებს ცრემლები დააღვრევინა. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი