ცვალებადი გასაღებით
შენ ცვალებადი გასაღებით აღებ სახლის კარს, რომელშიც აღწევს მდუმარის თოვლი. იცვლება შენი გასაღები, შენი პირიდან ან ყურიდან ან თვალიდან დადენილი სისხლის მიხედვით. იცვლება შენი გასაღები და – შენი სიტყვა, ფიფქთან ერთად რომ შეიძლება შემოაღწიოს. შესაბამისად იმ ქარისა, შენ რომ გაძევებს, ამ სიტყვას თოვლი მოეგრაგნება. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი