აქ


აქ _ ეს გულისხმობს აქ, ალუბლის ფერს სადაც სურს, უფრო შავი იყოს, ვიდრე იქ იყო.
აქ _ ეს გულისხმობს ამ ხელს, მას რომ ყოფნაში შველის.
აქ _ ეს გულისხმობს გემს, რომლითაც გადავურჩი ქვიშის მდინარეს:
მისაბლული წევს
ის იმ ძილში, შენ რომელიც მიმოაბნიე.


აქ _ ეს გულისხმობს კაცს, ჩემთვის ნაცნობს:
თეთრია მისი საფეთქელი,
მსგავსი ხვატისა, ის რომ აქრობდა.
შუბლში მესროლა თავისი კათხა,
მაგრამ დაბრუნდა
ერთი წლის მერე,
ნაჭრილობევი რომ დაეკოცნა.
წყევლის და ლოცვის სიტყვებს ამბობდა,
მერე ხმა აღარ ამოუღია.


აქ _ ეს გულისხმობს აი, ამ ქალაქს,
რომელსაც შენ და ღრუბელი მართავთ,
რომელსაც მისი მწუხრები მართავს.  

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი