და მშვენიერი


და მშვენიერი, შენ რომელსაც ჩეჩავდი, და თმა,
რომელსაც ჩეჩავ:
ნეტავ, რომელი სავარცხელი
ვარცხნის მას ისევ, ამ მშვენიერ თმას?
ნეტავ, რომელი სავარცხელი
და ვისი ხელით?


და ქვები, შენ რომ აგროვებდი,
შენ რომ აგროვებ:
საით დასცემენ ქვები ჩრდილებს,
და რა სიშორით?


და იგივ ქარი, სადღაც ზემოთ მიმოხლილი,
და იგივ ქარი:
კრებს და თავს უყრის ის ამ ჩრდილებს?
მას შენში ურევს?

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი