ტყიანი
ტყიანი, მონამყვირალები ირმების მიერ, ქვეყნიერება მოეჯარვის უკვე იმ სიტყვას, ზაფხულით – გახანგრძლივებულით – გახურებული, შენს ტუჩებზე რომ მონდომებით დაყოვნებულა. შორს გაიტაცებს მას სამყარო, ასდევნებიხარ, მისდევ და სავალს ვეღარ იგნებ – და შენ შეიგრძნობ, როგორ გირკალავს მკლავს ციური მანანას ირგვლივ ქარი, რომელსაც ენდობოდი უტყვად, ხანგრძლივად. იმას, ძილიდან ვინც მოვიდა და ძილს მიეცა, ნებაც მიეცა, დაარწიოს გრძნებით შეკრული. შენ მას მიარწევ თავქვე დინებით, რომელშიც ჭარლი ირეკლება, ბუდეების არსად-თან ახლოს. შენ მას მიარწევ ქვემოთ-ქვემოთ, ნაკაფის გავლით, რომელსაც ღრმად ტყის ხურვებაში თოვლი სწადია, და რწევა-რწევით გარდაიწვდი იმავ სიტყვისკენ, იქ რომ სახელდებს იმას, რაც შენ გაგთეთრებია. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი