მწუხრი სიტყვათა
მწუხრი სიტყვათა – სიჩუმეში ჯადოჯოხით მიწისქვეშა წყალს რომ ეძებენ! ერთი ნაბიჯი, და – მეორე, იქვე – მესამე, რომლის კვალი შენი ჩრდილით არ წაიშლება: პირს იხსნის დროის ნაიარევი და სისხლის ტბორში დაძირავს მიწას – ქოფაკნი სიტყვაღამის, ქოფაკნი შენს შუაგულში ხმას იმაღლებენ: რას ზეიმობენ? ველურ წყურვილს და ველურ შიმშილს… უკანასკნელი მთვარე ჩნდება, რათა გიშველოს: გრძელ ვერცხლისფერ ძვალს – იმ გზასავით შიშველს, შენ რომ აქ მოგიყვანა – ხროვას მიუგდებს, მაგრამ მაინც ვერაფერს გშველის: სხივი, რომელიც გააღვიძე, აქვე ქაფდება, ტივტივ მოცურავს ის ნაყოფი, დიდი ხნის წინ შენ რომ ჩაკბიჩე. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი